Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.

ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/

"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კვალიფიცირებული კონსულტაცია პროდუქციის შერჩევისას, მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გამოტანა და სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობების, დალაგების წესის და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული/არასრული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 10:00-18:00 და 14:00-22:00 (7 საათიანი გრაფიკი)
** სამუშაო დღე და დასვენება: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
** ანაზღაურება: პირველი თვე 800 ლარი შემდგომ ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი, მარშალ გელოვანის #36

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე