Робота для біженців з України
სერვის დესკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის დესკის ოპერატორი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის (სერვის დესკის) ოპერატორს.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — "Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

"ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ცვლადი გრაფიკი (თვეში არ აჭარბებს 160 საათს)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** Vynamic view-ის მონიტორინგი
** დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიის შიდა პროგრამებში
** საჭიროების შემთხვევაში დავალებების ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან
** E-Mail-ით შემოსული ინციდენტების დაფიქსირება/მონიტორინგი/უკუკავშირი.
** შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი (საკომუნიკაციო პლატფორმები)
** ფისკალური ტერმინალის დავალებების რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე.

ჩვენ ვითხოვთ:

** უმაღლეს განათლებას (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);განიხილება სტუდენტიც.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას (სასურველია);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას;
** კომპიუტერული სისტემების და ტექნიკური მხარდაჭერის ზოგად საფუძვლებს;
** პასუხისმგებლობის გრძნობას;დეტალებზე ორიენტირებულობას და გუნდური მუშაობის უნარს; კომუნიკაციის უნარებს;
** ენების ცოდნას: ქართული, რუსული, ინგლისური.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
** Fit pass ბარათს;
** ანაზღაურებას 1000 ლარიდან (ხელზე ასაღები/Net).

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SYjiBCWd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე