დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — "Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
"ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 1 სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულებაზე ზედამხედველობა
** ბაზრის ანალიზი და გაყიდვების გეგმის შედგენა/მართვა
** გაყიდვების მიზნების დასახვა და მათი შესრულების მონიტორინგი
** კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში
** კომპანიის პროდუქციის წარდგენა პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან
** კლიენტებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმირება
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა CRM სისტემის გამოყენებით
** არსებულ და პოტენციურ კლიენტთა ბაზების მართვა CRM პლატფორმებში
** ტენდერების მონიტორინგი და მონაწილეობა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებით
** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის
** მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება
** გაყიდვების გუნდის სრული მხარდაჭერა
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება პოტენციურ კლიენტებთან
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
რას ვითხოვთ:
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილებას B2B გაყიდვების მიმართულებით
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, HubSpot ან სხვა)
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტთან ურთიერთობის მაღალი უნარს
** სტრატეგიული აზროვნების და ანალიტიკური მონაცემების გაანალიზების უნარს
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნას
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნას (MS Office, Excel, PowerPoint)
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს
** Fit pass ბარათს
** ანაზღაურებას: კვალიფიკაციის შესაბამისად
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში
** პროფესიული სწავლებას და განვითარებას
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oYVEX7Se
|
|
|
|