დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
გრანდ ელექტრონიქსი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
** გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, თვალჭრელიძის ქ, № 2 East Point
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** ინვოისების სიზუსტით გამოწერა/შევსება;
** ფილიალებთან საქალაქო მობილურზე კომუნიკაცია
** 1C პროგრამაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1С პროგრამის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|