დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
Tempo Construction
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"Tempo Construction" — სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე ქ. ბათუმში და ახორციელებს ორ მიმდინარე პროექტს Queen`s Residence და Serenade by Tempo ქალაქის პრესტიჟულ უბანში ახალი ბულვარის მიმდებარედ.
ჩვენი გუნდი ეძებს სამუშაოთა მწარმოებელს რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროცესების ადგილზე კოორდინაციაზე და ხარისხის კონტროლზე.
მდებარეობა: ბათუმი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
გამოცხადების თარიღი: 29/5/2025
განაცხადის მიღების ვადა: 20/06/2025
ძირითადი მოვალეობები:
** სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური ორგანიზება და მართვა
** სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და მათი შესრულების მონიტორინგი
** სარემონტო-სამშენებლო მასალებისა და რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
** ქვეკონტრაქტორებთან და მშენებლობის გუნდთან კოორდინაცია
** ტექნიკური დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვების კონტროლი
** რეგულარული კომუნიკაცია პროექტის მენეჯერებთან და ინჟინრებთან
მოთხოვნები:
** სამშენებლო სფეროში სამუშაოთა მწარმოებლად ან მშენებლობის ზედამხედველად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკური განათლება (სამშენებლო პროფილის უმაღლესი ან პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
** მშენებლობის ტექნოლოგიებისა და პროცესების კარგად ცოდნა
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
** საოფისე და სამშენებლო სპეც. პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობები
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემო
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: n.mamuchadze@tempoholding.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სამუშაოთა მწარმოებელი".
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.
"ტემპო ქონსთრაქშენი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|