Робота для біженців з України
ხიდების ინჟინერ-მშენებელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხიდების ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს ვაკანსიას ხიდების ინჟინერ მშენებლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი/რეგიონები

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: მაღალი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით, ხიდების სპეციალიზაციით - აუცილებელია;
** მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ხიდების მშენებლობაში - აუცილებელია;
** ხიდის კონსტრუქციების, მასალებისა და სამშენებლო ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
** პროფესიული დონეზე ინგლისური ენის ფლობა (დოკუმენტაციასთან, კომუნიკაციასა და საერთაშორისო გუნდთან სამუშაოდ) - აუცილებელია;
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ხიდების სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** სამშენებლო პროცესების კონტროლი ტექნიკური პროექტისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სამუშაო ანგარიშების მომზადება;
** სამშენებლო გუნდის, კონტრაქტორებისა და პარტნიორების კოორდინაცია;
** უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა პროექტზე

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV vacancy@cs.ge

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
დაგვიკავშირდით: 577 078 883

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე