Робота для біженців з України
ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალფა პეტი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"ალფა პეტი" — საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანია PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.alfa-pet.com/index.php?m=2

"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** მომწოდებლების მოძიება, შეფასება და მოლაპარაკებების წარმოება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და კონტროლი;
** კომერციული წინადადებების ანალიზი და შერჩევა;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მართვა (ინვოისები, კონტრაქტები და სხვ.);
** ბიუჯეტირება და ხარჯების მონიტორინგი;
** შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია (წარმოება, საწყობი, ფინანსები).

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე
ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (NET)

დამატებითი სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** ტრანსპორტირება.

ენები:

** ქართული — სრულყოფილად;
** ინგლისური — მაღალ დონეზე (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია),
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესყიდვების, ან ERP სისტემებთან (SAP, Oracle, 1C, ბალანსი) მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით Excel).

პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციური და ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე