Робота для біженців з України
სტაჟირებას ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირებას ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიოქიმფარმი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge/

ბიოქიმფარმი აცხადებს 6 თვიან სტაჟირებას ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ვაკანტური რ-ნ: 2

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** GMP სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის მიღებას;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო პროცესში და საწყობში მიღებული მასალა/ნედლეულის ნიმუშების აღება;
** ლაბორატორიული სახარჯი მასალების აღრიცხვა და მართვა;
** ჩანაწერების, მათ შორის დასუფთავების და აღჭურვილობის ჟურნალების შენახვა;
** სხვა განყოფილებებთან შეთანხმებული მოქმედება საჭირო მასალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად;
** კარგი დოკუმენტაციის პრაქტიკის (GDP), კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დაცვა;
** პროცესების გასაუმჯობესებლად ახალი მეთოდოლოგიების სწავლა და ახალი უნარების გამომუშავება, კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი მიკრობიოლოგიაში, ფარმაციაში, ვირუსოლოგიაში მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიაში ან სხვა მომიჯნავე დარგებში (შესაძლებელია იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** შედეგების ანალიზის და დოკუმენტირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** Microsoft Office პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;

* თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე