დასახელება:
ფინანსისტი
|
მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"Alliance Group" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
საორიენტაციო ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
ვაკანსიას აცხადებს: სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი
კომპანიის შესახებ:
"ალიანს ჯგუფი" არის საქართველოს წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. ჩვენ ვთანამშრომლობთ გლობალურ ბრენდებთან და ვქმნით მრავალფუნქციურ კომპლექსებს, რომლებიც აერთიანებენ საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმროს სივრცეებს.
ძირითადი მოვალეობები:
** ფულადი ნაკადების მართვა და ლიკვიდურობის კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადება
** პროექტების მომგებიანობის მონიტორინგი და ხარჯების კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის ანალიზი (სამშენებლო ობიექტებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით)
** კომუნიკაცია ბანკებთან და აუდიტორებთან
** სესხებისა და სხვა საბანკო პროდუქტების მოთხოვნების მომზადება და დამუშავება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ან ეკონომიკაში
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში (სასურველია სამშენებლო კომპანიაში)
** ტექნიკური უნარები:
** Excel - მოწინავე დონე
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ენები: ინგლისური (B2+)
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე: hr@alliance.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 29 ივნისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|