Робота для біженців з України
სტარტაპ პროექტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტარტაპ პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: FUTURELAB
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"FUTURELAB" აცხადებს ვაკანსიას სტარტაპ პროექტების კოორდინატორი თანამდებობაზე.

გახდი საქართველოს პირველი რეგისტრირებული ვენჩურული ფონდისა და სილიკონის ველის აქსელერატორის გუნდის ნაწილი ?

მიიღე მონაწილეობა სტარტაპების განვითარების პროგრამაში, რომელშიც UC Berkeley-ს, Stanford- ის, Harvard-ის და სილიკონის ველის ექსპერტები და ლექტორები მონაწილეობენ. დაესწრო შეხვედრებს რეგიონის და აშშ-ს ვენჩურულ ფონდებთან და წამყვანი სტარტაპების დამფუძნებლებთან

გამოაგზავნე შენი CV და სამოტივაციო წერილი თუ რატომ გსურს ჩვენთან დასაქმება.

FUTURELAB საქართველოს პირველი რეგისტრირებული ვენჩურული ფონდი და სილიკონის ველის აქსელერატორია, ოფისით საქართველოში და აშშ-ში

ჩვენ ვეძებთ პროაქტიულ, კრეატიულ და ორგანიზებულ სტარტაპ პროგრამის კოორდინატორს, რომელიც შემოუერთდება FUTURELAB-ის გუნდს და დაეხმარება ქართულ სტარტაპებს გლობალურ წარმატებაში!

თქვენ უშუალოდ იმუშავებთ კომპანიის მმართველ დირექტორთან და კოორდინაციას გაუწევთ მთელ აქსელერაციის პროცესს:

** ორგანიზებას გაუწევთ პროგრამის აქტივობებს, სემინარებსა და მენტორულ სესიებს
** დაუკავშირდებით სტარტაპებს და თვალყურს ადევნებთ მათ პროგრესს
** შექმნით მარკეტინგულ მასალებს და კონტენტს სოციალური მედიისთვის
** ორგანიზებას გაუწევთ ღონისძიებებს (დემო დღეები, ვორქშოპები და ა.შ.)
** დაგვეხმარებით გლობალურ პარტნიორობთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვაში

მოთხოვნები:

** 1-3 წლიანი გამოცდილება პროექტების კოორდინაციაში, მარკეტინგში ან ღონისძიებების ორგანიზებაში
** თავისუფლად ფლობდეთ ინგლისურ და ქართულ ენებს (გამართულად წერა)
** Google Workspace-ის გამოყენების ძლიერი უნარები (Docs, Sheets, Calendar, Classroom და ა.შ.)
** გაქვთ კრეატიული, ორგანიზებული, პროაქტიული და სტარტაპებთან დაკავშირებული ცოდნა
** STEM ან განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სწავლების გამოცდილება

რას მიიღებთ:

** იმუშავებთ საქართველოში პირველ ვენჩურულ ფონდში და სილიკონის ველის აქსელერაციის პროგრამაში
** დაუკავშირდებით სტენფორდის, ბერკლის, ჰარვარდის და გლობალურ ექსპერტებს მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით
** მოიპოვებთ სტარტაპების შექმნისა და განვითარების გამოცდილებას
** მოიპოვებთ წვდომას სილიკონის ველის აქსელერაციის პროგრამაზე

შემოგვიერთდი და გახდი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის საერთაშორისო ზრდის ნაწილი!

მოგვწერე, ელ-ფოსტაზე: info@futurelab.ge თუ, რატომ გსურს ამ მიმართულებით მუშაობა და რა სჭირდება ქართულ სტარტაპებს განვითარებისთვის, ასევე დაურთე შენი CV.

შერჩეული კანდიდატი 3 დღის განმავლობაში საღამოს საათებში FUTURELAB-ის გუნდთან ამოცანებზე იმუშავებს, საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

პოზიციაზე ანაზღაურება: 2000 ლარიდან (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე