დასახელება:
მენეჯერული სამსახურის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მენეჯერული სამსახურის მენეჯერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ან უმაღლესი სამედიცინო განათლება,
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
** უპირატესობად ჩაითვლება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული პაციენტების გადასახდელი თანხის ოდენობის გარკვევა, პაციენტის/თანმხლების ინფორმირება აღნიშნულის შესახებ
** დამფინანსებლებთან შეტყობინების გაკეთება დადგენილი წესით და ვადებით
** პაციენტებისათვის და დამფინანსებლისთვის წარსადგენი კალკულაციებისა და ანგარიშ-ფაქტურების წარმოება
** სამედიცინო კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების შეტანა, შემოწმება, შესწორება.
** პროგრამის დაზიანების შემთხვევაში რეაგირება
** ოპერატორის საქმიანობაზე ზედამხედველობა, კონტროლი
** ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** დაკვირვებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.com
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
|
|
|
|