Робота для біженців з України
საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ჯი თი სი ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"ჯითისი ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.

პოზიცია: საქმეთა მწარმოებელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გენ მენეჯერთან ერთად მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოებისთვის ადამიანური რესურსის რაოდენობის განსაზღვრა
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ფორმა № 2 და ჩამოწერების შედგენაში მონაწილეობის მიღება
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შესასრულებლად მითითების მიცემა
** ხარვეზის ან უზუსტობის დადგენის შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება და რეაგირება
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მეთვალყურეობა და გადამოწმება;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება, გადაჭრა ზემდგომ პირების ჩართულობით
** პროექტების რისკების დროული დაფიქსირება და დროულად ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელის
** საპროექტო დოკუმენტაციიდან მიმდინარე სამუშაობისათვის მოცულობების ამოკრება
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა პროექტის მენეჯერთან ერთად (ყოველდღიური გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
** ობიექტისთვის საჭირო სხვადასხვა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მოთხოვნის მართებულობა და მოცულობების გადამოწმება
** გეომეტრიული ზომების შემოწმება, გეოდეზიური ჯგუფის დროული ჩართულობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკის წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა
** ობიექტზე არსებული დღიური მუშების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი საქმიანობის კონტროლი
** შესასრულებელი სამუშაოებისათვის ყალიბის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა გენ მენეჯერთან ერთად
** ყალიბის მოთხოვნა, მიღებული ყალიბის გადაცემა ბრიგადაზე, ყალიბის ხარისხის გადამოწმება და კონტროლი სწორ ექსპლუატაციაზე
** ხარისხის მენეჯერის მიერ მითითებული ხარვეზების დროული გამოსწორება
** მასალების რაციონალურად ხარჯვის და ნაშთის კონტროლი
** ყალიბის საინჟინრო ჯგუფთან კომუნიკაცია და ერთობრივი კონტროლი ყალიბის მოწყობის ხარისხზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა,
** ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა,

ანაზღაურება: კვალიფიკაციის და შეთანხმების მიხედვით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე