Робота для біженців з України
უფროსი ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია მადარტი აცხადებს უფროსი ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე კვალიფიკაციასთან ერთად მნიშვნელოვანია კანდიდატის პიროვნული მახასიათებლები!

უმნიშვნელოვანესია:

** დაკისრებული პასუხისმგებლობის მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
** დროის ეფექტური მართვა და პირადი ინიციატივები შესასრულებელ დავალებებთან მიმართებაში;
** აინტერესებდეს კომპანიის საქმიანობის სფერო და გულშემატკივრობდეს მიმდინარე პროცესებს;
** შეეძლოს დაქვემდებარებული გუნდის მართვა და სამუშაო პროცესების დელეგირება;
** ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიაციის ამაღლების მიზნით;
** შეეძლოს რეკომენდაციების მიღება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების მოსმენა და გათვალისწინება;

ზემოაღნიშნული უნარ-ჩვევები კანდიდატს დაეხმარება შეასრულოს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელ.მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება;
** ელ.მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ.მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება;
** მასალების, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის შეძენისათვის აუცილებელი გათვლები და განაცხადების შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში გუნდის ეფექტური მართვა და მათთვის საქმის სწორი გადანაწილება;
** საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** პირველი ეტაპის გასაუბრება;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში;

ჩვენ ვითხოვთ:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიან გამოცდილებას;
** პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით;

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 2800 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება მიმდინარე წლის 30 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე