Робота для біженців з України
სასტუმროს ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ტექნიკოსი
მომწოდებელი: სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"ჰიტეკო ჯგუფ"-ში შემავალი სასტუმრო Hotel Splendid Tbilisi ეძებს გუნდის წევრს სასტუმროს ტექნიკოსის პოზიციაზე.

სასტუმროს მოკლე აღწერილობა: 27 სასტუმრო ნომერი; რესტორანი; საკონფერენციო დარბაზი; გარე საცურაო აუზი; ფიტნესი და საუნა;
სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვიტალი დარასელიას ქ. # 4;

სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 2500 ლარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ინფრასტრუქტურის პერიოდული შემოწმება და გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნვა (ელექტროობა, წყალი, გათბობა/გაგრილება და სხვ.);
** ოთახებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ტექნიკური დაზიანებების აღმოფხვრა;
** ტექნიკური აღჭურვილობის რეგულარული ინსპექტირება და პროფილაქტიკური მომსახურება;
** ელექტრო მოწყობილობების და სანიტარული სისტემების ხარვეზის იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება;
** სასტუმროს სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სანტექნიკური, ელექტრო და გათბობა-გაგრილების სისტემების ფუნქციონირების ცოდნა.

სხვა უნარები:

** გუნდური
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლიანი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე