Робота для біженців з України
ღამის ადმინისტრატორი, მიმტანი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი, მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო Best Western
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
ქუთაისში მდებარე სასტუმრო "ბესტ უესთერნ" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორისა და მიმტანის პოზიციაზე.

1. მიმტანი

სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5/2)
სამუშაო პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის სტანდარტების გათვალისწინებით;
** რესტორნის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული კერძების პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** შეკვეთის მიღება, პროგრამაში ასახვა და დროული მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება სასურველია.

საჭირო უნარები:

** კომუნიკაციის და მომსახურების უნარი (თავაზიანობა და ყურადღება);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები

2. ღამის ადმინისტრატორი

სამუშაო გრაფიკი: 21:00 - 09:00 (2/2)
ხელფასი: 650 ლარი + ბონუსი
სამუშაო პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;
** რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** მობილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

საჭირო უნარები:

** პოზიტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** შრომისმოყვარეობა

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "ბესთ უესთერნ ქუთაისის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: administration@bwkutaisi.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე