Робота для біженців з України
ადმინისტრატორი, დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი, დიასახლისი
მომწოდებელი: სოლო ფიტნესი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
სპორტული კომპლექსი "სოლო ფიტნესი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის და დიასახლისის პოზიციაზე.

1. ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება და აბონემენტების რეგისტრაცია
** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციების მართვა
** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა
** საბაზისო კომპიუტერული უნარები

სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 800 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ნუცუბიძის ტერიტორია, კონსტანტინე კაპანელის ქუჩა.

2. დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა
** დარბაზის სრული ტერიტორიის, სავარჯიშო ტერიტორიისა და გამოსაცვლელი სივრცეების დასუფთავება
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აუცილებელია
** დეტალებზე ორიენტირებულობა აუცილებელია

სამუშაო განრიგი: სრული/ცვლაში
ანაზღაურება: 800 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ, სასიამოვნო და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** გუნდის მხარდაჭერას და შესაძლებლობას პიროვნული და კარიერული განვითარებისათვის
** დარბაზის უფასო აბონემენტს, როგორც ფიტნესზე, ისე ჯგუფურ ვარჯიშებზე

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: soloftnss@gmail.com ვაკანსიის ტექსტში მიუთითეთ პოზიცია. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 577 23 16 84
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე