Робота для біженців з України
ხარისხის და მომხმარებელთა უფლებების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის და მომხმარებელთა უფლებების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!გახდი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის ნაწილი და მიიღე მონაწილეობა ახალი ბანკის მშენებლობაში. განვითარდი და გახდი გუნდის ლიდერი და სექტორის ლიდერი ჩვენთან ერთად!

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის და მომხმარებელთა უფლებების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შეფასება და სტანდარტების შემუშავება/განახლება;
** უკუკავშირის სისტემის მართვა (ჩივილები, რეკომენდაციები, შეფასებები) და დროული რეაგირება;
** მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და რეგულაციების მონიტორინგი;
** თანამშრომლების ტრენინგებში მონაწილეობის მიღება ან მათი ორგანიზება მომხმარებელთა უფლებებისა და მომსახურების ხარისხის თემებზე;
** რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ;
** ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა და მონიტორინგი სხვადასხვა არხში (ფილიალები, დისტანციური არხები);
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივების წინადადება და განხორციელება;
** თანამშრომლობა შესაბამის დეპარტამენტებთან მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრისა და პრევენციის მიზნით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკაში, სამართალში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან ფინანსურ ინსტიტუტში
** მომხმარებელთა უფლებების კანონმდებლობის და რეგულაციების ცოდნა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე