Робота для біженців з України
2 სასტუმროს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 2 სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას 2 სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ლერმონტოვის 12, თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს მიმდინარე ოპერაციების მართვა-ორგანიზება;
** მომსახურების პროცესი მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** სტუმრების მიღება-განთავსება, მათთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება;
** შემოსულ ზარებსა და სოციალურ ქსელში შემოსული შეტყობინებების კონტროლი და რელევანტური კომუნიკაციის დაბრუნება;
** საოპერაციო ხარჯებისა და მარაგების კონტროლი;
** ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება;
** თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა, კონტროლი და გაუმჯობესება მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს ეფექტურად დელეგირების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე Contact@dntgroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასტუმროს მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე