დასახელება:
ღოლის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ლოჯისტიკური ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"პალიტრა მედია ჰოლდინგში" შემავალი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარეს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე ვიზიტი მძღოლთან ერთად;
** პროდუქციის სრულყოფილად მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური და ოპერატიული.
პირობები:
** სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი. 18:00-02:00
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა-თბილისი, აფრიკის დასახლება, ა.ენუქიძე 7/ქიზიყის 50ბ
** კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას
** ჯანმრთელობის დაზღვევა/FITPASS
** ბიბლუსის და გამომცემლობა პალიტრა "ლ" ფასდაკლების ბარათები
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 593 747 767
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: s.makhatadze@logistica.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|