Робота для біженців з України
საოპერაციო რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: საოპერაციო რისკების მენეჯერი

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის საოპერაციო რისკების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების - პროცედურების/ინსტრუქციების/წესების შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა;
** არსებული დოკუმენტაციის შიდა სტანდარტებსა და რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ბანკში საოპერაციო რისკების მისაღები დონის განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება შესაძლო დანაკარგების მინიმიზაციის უზრუნველსაყოფად;
** ბანკის შიდა და გარე საფრთხეებიდან გამომდინარე საოპერაციო რისკების შემთხვევების/შესაძლო შემთხვევებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის შესწავლა, პროაქტიული შეფასება, სრული ანალიზი და დამცავი მექანიზმების/მიტიგანტების დანერგვა საფრთხეების მინიმიზაციის, მათი თავიდან აცილების, ან სწორად მართვის უზრუნველსაყოფად;
** ბანკის საოპერაციო რისკის მაჩვენებლების მონიტორინგი და რისკის მოცულობის მუდმივი კონტროლი;
** საოპერაციო რისკების შემთხვევების აღრიცხვა მონაცემთა ბაზაში და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ბანკის უმაღლესი მენეჯმენტისთვის და მარეგულირებელი ორგანოსთვის ბანკის საოპერაციო რისკისა და რისკთან დაკავშირებული საჭირო ანგარიშგების წარდგენის უზრუნველყოფა;
** საბანკო პროდუქტის დანერგვის/ცვლილების შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანოს ინფორმირება და/ან შეთანხმების უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;
** ბანკის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული პროცედურების, პროცესების, საოპერაციო რისკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** საოპერაციო რისკის შემცველი ინციდენტების, კრიზისული სიტუაციებისა და განზრახ/გაუფრთხილებლობით ბანკისთვის მიყენებული ზიანის წინააღმდეგ ქცევის ძირითადი წესების განსაზღვრა და დანერგვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: საჯარო

** უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირება, ან მონათესავე სფერო. ცოდნა და გამოცდილება;
** 3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში, საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით;
** ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა/შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე;
** MS Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** კარგად განვითარებული წერითი უნარები;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 ივნისი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე