დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
m²
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"m²" უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²" -ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით "m²" -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის შეთავაზება;
** სერვის ცენტრში მოსული კლიენტისთვის პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** სატელეფონო ზარების/მეილების პასუხი;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** კლიენტისთვის ხელშეკრულების გაფორმება;
** ობიექტზე ვიზიტი საჭიროებისამებრ;
** რეპორტინგი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 31 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|