Робота для біженців з України
მასწავლებელი - სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებელი - სხვადასხვა
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.

ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები.

ჩვენს გუნდს ბევრი იდეა, საქმე და გეგმა აქვს-გუნდის გაფართოების დროა!

"ათასწლეულის სკოლა" 2025-2026 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისური და გერმანული ენების, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლების, ასევე სპორტის მასწავლებლის და კლასის დამრიგებლის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შეგიძლია მოხვდე, თუ

** მზად ხარ გუნდური, კრეატიული და მოსწავლეზე ორიენტირებული მუშაობისთვის;
** გჯერა რომ თითოეული მოსწავლე უნიკალურია, განსხვავებულია და ამ განსხვავებით არის მნიშვნელოვანი;
** მზად ხარ შექმნა ისეთი სასწავლო გარემო, სადაც სწავლა ცხოვრების ნაწილია და არა მხოლოდ მომავლისთვის მზადება;
** მოგწონს ისეთი გარემოში მუშაობა, სადაც ურთიერთობები, გულწრფელობა და ემპათია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო მიზნები
რატომ ათასწლეულის სკოლა?
** ჩვენ ვხედავთ მასწავლებელს, როგორც ცვლილების ავტორს;
** ჩვენთან სწავლა გამოცდილებაზეა დაფუძნებული;
** ჩვენთან შეგიძლია განვითარდე პროფესიულად, შექმნა შენი საკუთარი პროექტი, განახორციელო იდეები;
** ჩვენთან მოსწავლე და მასწავლებელი თანამშრომლობენ პრობლემების გადასაჭრელად, ქმნიან ინიციატივებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და ცვლიან რეალობას.

განაცხადის გასაკეთებლად გადადით ბმულზე: https://forms.gle/uM24oBnwS3BTc5JT6

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 25 ივნისის ჩათლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე