დასახელება:
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტების მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.;
** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი და დოკუმენტირება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** სასურველია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|