Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;
შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე (თვის ჭრილში ერთი შაბათი სამუშაო დღე)
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1300 ლარი.

სამუშაოს აღწერა:

** შემომავალი ზარების (საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარი) მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მეილზე და FB-ზე შემოსულ შეტყობინებებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. სხვა პოზიციაზე განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე