Робота для біженців з України
საბავშვო ბაღის აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბავშვო ბაღის აღმზრდელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ლოკაცია: ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი N37.

ძირითადი მოვალეობები:

** სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;
** სასწავლო პროცესის შეფასება/მართვაში მონაწილეობის მიღება;
** სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარული განხრით);
** სასურველია საბავშვო ბაღში ან/და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irina.qiria@cea.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 588 222.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე