Робота для біженців з України
ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი - დროებითი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი - დროებითი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მხარდაჭერის დროებითი ოპერატორის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა ინტერნეტ საიტის და მობილური აპლიკაციის შესახებ;
** ინტერნეტ "ჩათში" მომხმარებლის კითხვებზე კონსულტაცია;
** ონლაინ შეკვეთების მენეჯმენტი;
** შემოსულ რეკლამაციაზე ან გაურკვეველი სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში უფროსი ოპერატორის საქმის კურსში ჩაყენება და მინიმალურ ვადებში პრობლემის მოგვარება;
** შეკვეთის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება / დაზუსტება / გარკვევა;
** საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია დეტალების დასაზუსტებლად საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი.

გრაფიკი: მცოცავი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე