Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობისა და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეკვეთების განთავსება და მიღება;
** შემოსული პროდუქტების კომპანიის ბალანსზე აყვანის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ანგარიშსწორების შესაბამის ვადებში განხორციელების კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება;
** პროექტისთვის დაქირავებულ კონტრაქტორებთან ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა და ანგარიშსწორების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ენები:

** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კომპლექსური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი.

დასაქმების პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 29 ივნისის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1063/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე