დასახელება:
ინვოისების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
MSF Group
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია "MSF" აცხადებს ვაკანსიას ინვოისების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. ფოთში.
MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომლის საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში
ძირითადი მოვალეობები:
** გადაზიდვებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ინვოისების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე
** საბუღალტრო გუნდთან შეთანხმება ინვოისების გამზადების პროცესში;
** კლიენტებისგან დოკუმენტაციის მიღების კონტროლი და დროულად გამზადება;
** ინვოისების მონიტორინგი, შესწორებების შესრულება საჭიროებისამებრ;
** დოკუმენტაციის ფაილინგი და ელექტრონული არქივის მართვა;
** ყოველდღიური კომუნიკაცია ლოჯისტიკის მენეჯერებთან;
** დადასტურების პროცესის სისტემატიზაცია ფინანსურ დეპარტამენტთან.
მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel და Word) ცოდნა;
** ზუსტი და მოწესრიგებული მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის საბაზისო დონე ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა
** მდებარეობა: ქ. ფოთი, ვ.ფშაველას #66
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: msf.vacancy@msf.ge Subject-ში მიუთითეთ: "ინვოისების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, კომპანია აწარმოოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
|
|
|
|