Робота для біженців з України
შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო ო. ონიაშვილის ქუჩა №2;

შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** მიმდინარე ვადაგადაცილებული გადახდების მონიტორინგი და მონაცემთა განახლება Excel ბაზაში;
** კლიენტებისთვის გადახდის თარიღების და თანხების დაზუსტება;
** საჭიროების შემთხვევაში გადახდის გრაფიკის განმარტება ან შეთანხმების მოძიება გადახდის გადავადებაზე (თუ ასეთი პოლიტიკა არსებობს);
** კომპანიის შიდა განვადების პოლიტიკის დაცვა და კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველდღიური ანგარიშგება ზარებისა და მიღებული შედეგების შესახებ პასუხისმგებელ პირს.

ჩვენს გუნდში ვეძებთ პრობლემური განყოფილების სპეციალისტის, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მუშაობის გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული/ინგლისური სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 29 ივნისი.

გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე