Робота для біженців з України
კონსულტანტ-გამყიდველი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტ-გამყიდველი
მომწოდებელი: ნობლექსი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო". "აგროსფერო" არის პირველი
სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია საქართველოში.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ვებ. გვერდზე: http://www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook: https://agrosphe.re/facebook
Youtube: https://agrosphe.re/youtube

ჩვენი კომპანია გთავაზობთ, კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობას ყვარელში არსებულ სერვის ცენტრში.

სამუშაო ადგილი: ყვარელი, მეურნეობის დასახლება

ფუნქცია-მოვალეობა:

** სერვის ცენტრში არსებული ასორტიმენტის ცოდნა და მართვა;
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** სერვის ცენტრის გაყიდვების უზრუნველყოფა და გაზრდა;
** პროდუქციის ვადებისა და რაოდენობის კონტროლი;
** საწყობისა და მაღაზიის პერიოდული ინვენტარიზაცია.

მოთხოვნები:

** სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართ ინტერესი
** სხვისი დახმარებისა და კონსულტაციის სურვილი
** გუნდური და მეგობრული ხასიათი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@noblex.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".

გაცნობებთ, რომ შპს "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე