Робота для біженців з України
საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 1996 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Mondelez International (Alpen Gold, Milka, korona, OREO, Tuc, Barni, Dirol, Юбилейное, ჩიფსი Люкс) და Jacob Douwe Egberts (ყავა Jacobs Monarch, Carte Noire). კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას საცალო მარკეტების პრისეილერი Mondelez-ის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუსთავი

მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;
** საქონლის უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: mariam.godabrelidze@megako.ge 2025 წლის 15 ივნისამდე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი Mondelez/რუსთავი სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე