Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ლილე
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კერძო სკოლა "ლილე" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე, 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

დამატებითი ინფორმაცია:

** დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები;
** მისამართი: მუხიანი, ნოდარ დუმბაძის გამზირი N33;
** შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** საგნობრივი კურიკულუმების შედგენა;
** გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;
** მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა;
** სამოქმედო გეგმით დადგენილი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სემესტრულად მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მომზადება;
** ელექტრონულ ჟურნალში ყოველდღიური მუშაობა;
** დავალებებისა და პრეზენტაციების ატვირთვა;
** გაცდენების აღრიცხვა;
** განმავითარებელი კომენტარების დაფიქსირება;
** სასკოლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;
** არაფორმალური განათლების მიზნით, აქტივობების განხორციელება

კვალიფიკაცია:

ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

კანდიდატი უნდა იცნობდეს:

** მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
** ბავშვის უფლებათა კონვენციას;
** ეროვნულ სასწავლო გეგმას;
** საგნობრივ სტანდარტს

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი გაკვეთილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ https://teacherjobs.ge/ პორტალის მეშვეობით და/ან შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@lile.edu.ge

სკოლა "ლილე" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე