Робота для біженців з України
ტენდერი მარკეტინგისა და კომუნიკაციის გეგმის განხ. შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი მარკეტინგისა და კომუნიკაციის გეგმის განხ. შესყიდვაზე
მომწოდებელი: ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
თანდართული ფაილი: 637651_Marketing_and_Communication_Plan_1405407.zip
ტენდერი შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების სასწავლო პროგრამის მარკეტინგისა და კომუნიკაციის გეგმის განხორციელების შესყიდვაზე

"ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო", შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული პროგრამა RECONOMY-ს, HELVETAS Swiss Intercooperation (Helvetas) ის პროექტის "შემოსავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება ენერგოეფექტურ მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებაზე.

სამუშაოს აღწერა:

გამარჯვებული მომწოდებელი იქნება პასუხისმგებელი შემდეგ სამუშაოებზე: მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმით (თანდართული) გათვალისწინებული შერჩეული პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელება და მიღწეული შედეგების მონიტორინგი-შეფასება.

მოთხოვნები მომწოდებლისადმი:

** მსგავს პროექტებში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიონალური გუნდი კომუნიკაციების, გრაფიკული დიზაინისა და მედიასთან მუშაობის მიმართულებით;
** გამოცდილება საჯარო, არასამთავრობო ან დონორებთან მუშაობაში;
** შემოქმედებითი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

შეფასების კრიტერიუმები:

** ტექნიკური წინადადების ხარისხი - 40%
** ფასი - 30%
** გუნდის კვალიფიკაცია - 20%
** წარსული გამოცდილება - 10%

წარსადგენი დოკუმენტები:

** კომპანიის ინფორმაცია და საკონტაქტო დეტალები;
** ტექნიკური წინადადება (საკომუნიკაციო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შეფასება, პრიორიტეტული ღონისძიებების შერჩევა, მათი განხორციელების გრაფიკი);
** ფინანსური წინადადება;
** გუნდის წევრების რეზიუმეები;
** წინა პროექტების პორტფოლიო.

მომსახურების ხანგრძლივობა: 2025 წლის 10 ივნისი - 2025 წლის 30 სექტემბერი;

დოკუმენტების წარდგენის ვადა:

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: eecgeo@eecgeo.org 2025 წლის 5 ივნისი, 17:00-მდე.

გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა მოამზადოთ წინადადება, გაეცანით მიბმულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე