Робота для біженців з України
ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: IndigoCars
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"Indigo Cars" საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

"Indigo Cars" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

"Indigo Cars" მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი: 17:00 - 02:00 საათამდე (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი ფუნქციები:

** არსებული ტვირთების სპეციალურ Load board-ზე განთავსება;
** ტვირთთან დაკავშირებით, გადამზიდ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის დროული და უსაფრთხო ორგანიზება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (B2-C1);
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილების ქონა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე