Робота для біженців з України
დაწყებითის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაწყებითის მასწავლებელი
მომწოდებელი: ლილე
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კერძო სკოლა "ლილე" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე, 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
** სკოლაში მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

** საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; ბუნებისმეტყველება;
** სამუშაო განაკვეთი 09:00-15:30;
** დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები;
** მისამართი: მუხიანი, ნოდარ დუმბაძის გამზირი N33;
** შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან)
** გასაუბრება;
** საჩვენებელი გაკვეთილი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ https://teacherjobs.ge/ პორტალის მეშვეობით და/ან შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@lile.edu.ge

სკოლა "ლილე" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე