Робота для біженців з України
მზარეულის ასისტენტი/მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის ასისტენტი/მზარეული
მომწოდებელი: ესპანური სამზარეულოს რესტორანი RAMBLA
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
ესპანური ტაპას-ბარი "Rambla" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის ასისტენტის/მზარეულის პოზიციაზე, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შესწავლით.

ძირითადი მოვალეობები:

** ცვლაში მყოფ მზარეულის მიერ გაწერილი სამზადისების და დავალებების შესრულება
** კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება.
** პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი.
** კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები:

** სამზარეულოში მუშაობის პრინციპების და უსაფრთხოების ზომების ცოდნა.
** სასურველი გამოცდილება 1 წლამდე.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სწავლის და განვითარების სურვილი
** დისციპლინა

ჩვენ გთავაზობთ:

** ოფიციალურ დასაქმებას
** მყუდრო სამუშაო გარემოს
** პროფესიონალურ ზრდას, სწავლას
** სტაბილურ ანაზღაურებას

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 4 სამუშაო დღე კვირაში, 9 საათიანი ცვლით
** სამუშაო საათები: ცვალებადი, ობიექტი იხსნება შუადღის 12 საათზე
** ანაზღაურება: გასაუბრების შედეგად
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მეილზე: info@rambla.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 09 88 69

ჩვენს შესახებ: http://rambla.ge/, ინსტაგრამი - @ramblatapasbar
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე