დასახელება:
ინფორმაციული უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ინფორმაციული უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ყოველდღიური მონიტორინგი ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სისტემებში (EDR, FortiMail, Nessus) საეჭვო აქტივობების იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირებისთვის;
** აუდიტის პროცესში მონაწილეობა მომხმარებელთა წვდომების ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და შესაბამისობის დაცვის უზრუნველსაყოფად;
** უსაფრთხოების ინციდენტების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების გეგმის მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** წვდომასთან დაკავშირებული მოთხოვნების გადამოწმება, ანალიზი და დამტკიცების პროცესში მონაწილეობის მიღება განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად;
** ჰოლდინგში დაგეგმილ ახალ პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
** მონაწილეობა შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაუმჯობესების პროცესებში;
** უსაფრთხოების საკითხებზე რეგულარული რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** გაქვს უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კიბერუსაფრთხოებაში ან მონათესავე სფეროში;
** ფლობ ინგლისურ ენას;
** ფლობ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს;
** გაქვს ცოდნა კომპიუტერულ ქსელებსა და ქსელურ პროტოკოლებში;
** გაქვს ოპერაციული სისტემების (Windows, Linux, MacOS) საწყის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცოდნა;
** გაქვს ცოდნა EDR, Antivirus, Spam Filter, PAM, Vulnerability Management Social Engineering და სხვა ტიპის კიბერ შეტევების
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1786
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|