დასახელება:
მენტალური არითმეტიკის პროგრამის რეგიონული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
UCMAS Georgia
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
საერთაშორისო სასწავლო პროგრამა "UCMAS საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მენტალური არითმეტიკის პროგრამის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ძირითადი ხელზე ასაღები ხელფასი: 1, 200-1, 500 ლარი (გამოცდილების მიხედვით), ასევე, ხელფასს დაემატება დადგენილი გეგმის შესრულებაზე დამოკიდებული ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
"UCMAS"-ის შესახებ:
"UCMAS" არის გლობალურად აღიარებული მენტალური არითმეტიკის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების შემეცნებითი უნარების გაუმჯობესებას მენტალური არითმეტიკის საშუალებით. ბათუმში ვეძებთ ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ რეგიონულ მენეჯერს, რომელიც რეგიონში ჩვენს ინიციატივებს უხელმძღვანელებს.
ძირითადი მოვალეობები:
** მოსწავლეთა დაინტერესება და პროგრამაში ჩართვა:
- პროგრამაზე მოსწავლეთა რეგისტრაციების გაზრდისათვის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
- ახალი მოსწავლეების მოსაზიდად ვორქშოფების, ღონისძიებებისა და სარეკლამო აქტივობების ორგანიზება.
** პარტნიორობის განვითარება: UCMAS პროგრამის დასანერგად სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და საგანმანათლებლო ცენტრებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება.
** გუნდის მართვა: მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა, ზედამხედველობა და მხარდაჭერა პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
** მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა: ადგილობრივ დონეზე მარკეტინგული ღონისძიებების, მათ შორის სოციალურ მედიაში აქტიური კამპანიების, ასევე, საზოგადოების ჩართულობისა და სარეკლამო აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი.
** ფინანსური ზედამხედველობა: სწავლის საფასურის შეგროვების მართვა, დროული გადახდების უზრუნველყოფა და ფინანსური ანგარიშების მომზადება.
** ანგარიშგება: ყოველდღიური და ყოველთვიური დეტალური რეპორტების მიწოდება UCMAS საქართველოს მთავარი ოფისისთვის თბილისში.
კვალიფიკაცია და უნარები:
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების ან სხვა შესაბამის სფეროში.
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით (განათლების სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** კომუნიკაცია და ლიდერობა: გამართული ზეპირი და წერითი უნარები; მშობლებთან, პედაგოგებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგი უნარი.
** ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია: საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სემინარების ორგანიზების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** მგზავრობა: გარკვეული პერიოდულობით რეგიონის მასშტაბით მგზავრობა შეხვედრებისთვის, ღონისძიებებისა და სწავლების პროცესის ზედამხედველობის მიზნით,
** ანგარიშგება: ანგარიშვალდებულია UCMAS საქართველოს სათავო ოფისთან თბილისში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: HR@ucmas.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|