Робота для біженців з України
ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა;
** პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შესრულება;
** დაფარვების მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მენეჯმენტი;
** ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და შესაბამისი სტატისტიკის მომზადება;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას მიღებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში მოგოს მიერ განსაზღვრული პროცედურების/ინსტრუქციების/წესების და სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართალმცოდნეობის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობ;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით: https://talent.sage.hr/jobs/74160879-6e2f-43a3-8925-f7e448a24463 ა.წ. 20 ივნისამდე

გისურვებთ წარმატებას!

"მოგოსათვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "მოგოს" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "მოგოს" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად. ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "მოგოში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "მოგოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "მოგოს" ნომერზე: 0322244600
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე