Робота для біженців з України
ელექტრომექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრომექანიკოსი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
შპს "ავერსი-რაციონალი" არის ფარმაცევტული საწარმო, რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU- სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით გაუმჯობესებისა და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ.

შპს "ავერსი-რაციონალის" გუნდში სათანამშრომლოდ ვეძებთ ელექტრომექანიკოსს რომელსაც აქვს:

** უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო განათლება (ელექტრობის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება
** უცხო ენა: ინგლისური; სასურველია რუსული ენის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა

მოვალეობები:

** უზრუნველყოს საწარმოში არსებული დანადგარების სისტემების, მოწყობილობების და ელ. ქსელის გაყვანილობების შემოწმება მათი გამართული ექსპლუატაცია.
** დაგეგმოს და ჩაატაროს ელექტრო მოწყობილობების, საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების, გეგმური პროფილაქტიკური და სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოები.
** მოახდინოს სუსტი დენის წრედებში წარმოქმნილი გაუმართაობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.

სამუშაო ადგილი: ლილო, დ. კობახიძის ქ. № 33. (ყოფილი ჭირნახულის ქ. №14)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე (პერსონალს ემსახურება ტრანსპორტი)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/2fc99b55bd1e77fc3aa9c425c64ddc46

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე