დასახელება:
ელექტრობის და სუსტი დენების მთავარი ინჟინერი
|
მომწოდებელი:
იმპოსტი MEP
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.
"იმპოსტი მეპ"-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
** გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
** წყალარინების სისტემები;
** ელექტრობა და სუსტი დენები.
საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" აცხადებს ვაკანსიას ელექტრობისა და სუსტი დენების მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობებია:
** პროექტის მიხედვით, ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება;
** საინჟინრო გათვლების წარმოება, პროექტების ტექნიკური და ეკონომიკური კვლევა, რევიზია და ოპტიმიზაცია.
** პროექტის განფასების ნაწილში ტექნიკური ჩართულობა;
** ობიექტზე დამონტაჟებული ელექტრობის და სუსტი დენების სისტემების სწორი გამართვა/ფუნქციონირების მონიტორინგი;
** სამუშაო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი ელექტრობისა და სუსტი დენების მიმართულებით;
** პროექტის რისკებისა და პრობლემების მართვა;
** პროექტთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** AutoCad და AutoCad MEP პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 3-5 წელი;
აუცილებელი უნარები:
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: თბილისი. (კომპანია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მასშტაბით)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@imep.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ელექტრობის და სუსტი დენების მთავარი ინჟინერი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|