დასახელება:
აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Levels Academy
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ფილიალები:
1. კრწანისის ქ.2 შესახვევი 35 /სრული განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
2. ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი 29გ/ სრული განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
ძირითადი მოვალეობები:
** სწავლის პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი მშობლებთან
** მენეჯმენტისათვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება
** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებების პასუხი
** აქტივობების და ივენთების დაგეგმვაში ჩართულობა
** ახალი სტუდენტების მიღება/ახალი სასწავლო წლის დაწყებაში ჩართულობა
** ინფორმაციის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსება
** სოციალური ქსელებისთვის მასალების გადაღება (სურათი/ვიდეო) მომზადება ატვირთვა
** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება.
** აკადემიაში წესრიგის მორიტორინგი და რეაგირება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1
** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანაზღაურება:
** გამოსაცდელი ვადა - 1 თვე, ანაზღაურება - 500 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ - 1000 ლარი
"ლეველსი" გთავაზობთ:
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
** ლეველსის ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მისამართზე: hr@levels.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|