Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Prestige Residences
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"Prestige Residences" მზარდი უძრავი ქონების სააგენტოა და სპეციალიზდება პრემიუმ კლასის სახლების, ვილების და ექსკლუზიური ობიექტების გაყიდვებსა და გაქირავებაში.

"Prestige Residences" ეძებს უძრავი ქონების აგენტს.

თუ გსურს მიიღო გამოცდილება და შეისწავლო უძრავი ქონების აგენტის პროფესია, მაშინ ეს განცხადება შენთვისაა.

რას გთავაზობთ?

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 (შესვენება 1 სთ).
** სრული პროფესიული და კარიერული გადამზადება: ჩვენი გუნდი მოგამზადებთ და დაგატრენინგებთ რათა მალე და ხარისხიანად დაეუფლოთ პროფესიას.
** გამოცდილება რეალური ქეისებიდან: ჩვენი გუნდის წევრები შეგასწავლიან კონტრაქტინგის ხელოვნებას უშუალოდ ქეისების გაფორმების პროცესშიც.
** გამოსაცდელი ვადა: 2-დან 3 კვირამდე.
** კარიერული განვითარება კომპანიის მენეჯმენტში (ფიქსირებული ანაზღაურებით).
** მეგობრული და ურთიერთგანვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
** ულიმიტო სასაუბრო და SMS ყოველი თვის განმავლობაში.

რას ველით თქვენგან?

** ხარისხიანი კომუნიკაციის უნარი.
** შრომისმოყვარეობა.
** სისხარტე.
** კლიენტების მომსახურება კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისი ნორმებით: ზრდილობიანი, თავაზიანი, სამართლიანი.
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამა OFFICE ცოდნა საბაზისო დონეზე.
** უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, თუმცა არ არის აუცილებელი წინაპირობა.

მოვალეობები:

** უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და ბაზაში დამატება;
** უძრავი ქონების ობიექტების განთავსება ონლაინ პლატფორმებზე;
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია მათ საჭიროებებზე ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** ობიექტების ჩვენება და პრეზენტაცია;
** შეთანხმებების და კონტრაქტების გაფორმება;
** პერსპექტიულ კლიენტებთან და მესაკუთრეებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარება.

ანაზღაურება: გამომუშავებით - თვიური შემოსავალი მინიმუმ 1000₾-დან.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: prestigeresidences01@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 22 99 17

მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა 7ა (ყოფილი ელექტრონიკის ეზო)

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე