Робота для біженців з України
პრესელერი, ვაიზერი - იმერეთი, სამეგრელო, გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესელერი, ვაიზერი
მომწოდებელი: ელიტფუდი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ელიტფუდი" გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.elitefood.ge
FB: www.facebook.com/elitefoodgeorgia

კომპანია "ელიტფუდი" აცხადებს ვაკანსიას: პრისეილერის (იმერეთი/ქუთაისი) და ვაიზერის (იმერეთი-სამეგრელო-გურია) თანამდებობაზე

1. პრისეილერი (იმერეთი/ქუთაისი)

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მაღალ საბონუსე სისტემას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს
** ანაზღაურება: 2000-2300 ლარი
** ადგილმდებარეობა: ქუთაისი

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** იმერეთის რაიონების და ქუთაისის კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (ბუნებრივ აირზე მომუშავე აუცილებელია);
** მოძრავი ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად).

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე;
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

2. ვაიზერი (მენეჯერი)

კომპანია სთავაზობს შემდეგ პირობებს:

** მაღალ საბონუსე სისტემას;
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას;
** სამოტივაციო ბონუსს;
** ანაზღაურება: 2500-2800 ლარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წელი გამოცდილება;
** იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რაიონების კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების დინამიკური ზრდა;
** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
** გეგმების შესრულების კონტროლი;
** თანხის ამოღების კონტროლო;
** დაბრუნებების კონტროლი;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: 579 32 55 05

Cv გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: elittefood222@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე