დასახელება:
აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
ორგანიზაცია "თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის" აცხადებს პროექტს: "ერთად ერთმანეთისთვის".
მდებარეობა: მარნეული, სოფელი ყიზილაჯილო
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 ივნისი 2025 წ
"თანაბარი შესაძლებლობები, თანასწორობისათვის", არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც დაფუძნდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს. ორგანიზაციის მიზანია ქვემო ქართლი რეგიონში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა, ორგანიზაცია მუშაობს თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე.
პროექტის მიზანია ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5-6, საჭიროების შემთხვევაში 7 წლის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების პიროვნული უნარების განვითარება და სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციასთან, ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) თანამშრომლობით.
ძირითადი მოვალეობები:
** 5-7 წლის ბავშვებთან მუშაობა ბილინგვური მიდგომის ფარგლებში (მოდელი "ერთი ენა - ერთი მასწავლებელი")
** ქართული ენის სწავლის პროცესში ბავშვის მხარდაჭერა მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე)
** კავშირი მშობლებთან, ინფორმაციის მიწოდება მშობლიურ ენაზე
** საჭიროებისამებრ მასალის თარგმნა, ადაპტაცია
** აქტივობების შეფასება, ჩართულობისა და პროგრესის დოკუმენტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ადრეული განვითარების ან შესაბამის სფეროში;
** აზერბაიჯანული ან სომხური ენის სრულფასოვანი ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბილინგვურ გარემოში მუშაობის სურვილი ან გამოცდილება;
** ეთნიკური მრავალფეროვნებისადმი მგრძნობელობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** მოტივაცია და კეთილსინდისიერება
** პუნქტუალურობა და დროის სწორად მართვის უნარი
რას გთავაზობთ:
** ინოვაციურ საგანმანათლებლო მოდელში მონაწილეობა
** სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადამზადება
** პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
** მრავალფეროვანი და მხარდამჭერი გარემო
** ანაზღაურება შეთანხმებით
შერჩევის კრიტერიუმები:
** შესაბამისობა მოთხოვნებთან
** გამოცდილება
** მოტივაცია
** პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი
შერჩევის ეტაპები:
1. ელ. ფოსტით გამოგზავნილი განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება
განმცხადებელმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
** CV/რეზიუმე
** სამოტივაციო წერილი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 11 ივნისი 2025 წ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ ინფორმაცია შემდეგ მისამართზე:
equalrightsmarneuli@gmail.com
|
|
|
|