დასახელება:
ქართული ენის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
ორგანიზაცია "თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის" აცხადებს პროექტს: "ერთად ერთმანეთისთვის".
მდებარეობა: მარნეული, სოფელი ყიზილაჯილო
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 ივნისი 2025 წ
"თანაბარი შესაძლებლობები, თანასწორობისათვის", არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც დაფუძნდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს. ორგანიზაციის მიზანია ქვემო ქართლი რეგიონში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა, ორგანიზაცია მუშაობს თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე.
პროექტის მიზანია ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5-6, საჭიროების შემთხვევაში 7 წლის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების პიროვნული უნარების განვითარება და სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციასთან, ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) თანამშრომლობით.
ძირითადი მოვალეობები:
** 5-7 წლის ბავშვებისთვის საკვირაო გაკვეთილების ჩატარება ბილინგვური მიდგომის გამოყენებით ("ერთი ენა - ერთი მასწავლებელი")
** სახელმწიფო ენის სწავლისთვის საჭირო მასალის გამოყენება და ადაპტაცია
** ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება და ბავშვების ჩართულობის უზრუნველყოფა
** მშობლებთან კონტაქტი და თანამშრომლობა
** სამუშაო პროცესის დოკუმენტირება და შეფასება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება პედაგოგიკაში, ადრეულ განვითარებასა ან შესაბამის სფეროში
** საქართველოს სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ცოდნა
** სასურველია გამოცდილება ბავშვებთან მუშაობაში (სკოლამდელ ან დაწყებით საფეხურზე)
** ბილინგვურ გარემოში მუშაობის სურვილი ან გამოცდილება
** ეთნიკური მრავალფეროვნებისადმი მგრძნობელობა და კომუნიკაციის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
რას გთავაზობთ:
** მონაწილეობა ინოვაციურ საგანმანათლებლო მოდელში
** გადამზადება სპეციალურად შექმნილი პროგრამით
** პროფესიონალურ გუნდში მუშაობა
** მხარდამჭერი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო
** ანაზღაურება შეთანხმებით
შერჩევის კრიტერიუმები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება;
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:
** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 11 ივნისი 2025 წ
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: equalrightsmarneuli@gmail.com
|
|
|
|