დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
რედიქსი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
"რედიქს ჯგუფი" - უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის, მშენებლობის, დეველოპმენტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.
ამჟამად "რედიქს ჯგუფი" მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.
კომპანია ამჟამად 500-მდე პროფესიონალ, მოტივირებულ და საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ გუნდის წევრს მოიცავს.
"რედიქს ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს მძღოლის პოზიციაზე.
მძღოლის ყოველდღიური მოვალეობები მოიცავს შემდეგს:
** ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მართვა
** ავტოტრანსპორტის პერიოდული შემოწმება კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლო ხარვეზის აღმოჩენისა და დროული აღმოფხვრის მიზნით
** სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა
** თანამშრომლების ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის მიღება, მარშრუტის დაგეგმვა და შესრულება
** კომპანიის სტუმრების ავტომობილით მომსახურება
** კომპანიაში დადგენილი სამუშაო წესებისა და ინსტრუქციების ცოდნა და შესრულება
** სამუშაოს დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ, ავტოპარკინგზე გაჩერება და გასაღების დატოვება ოფის მენეჯერთან
** კომპანიის თანამშრომლების მაქსიმალურად ოპტიმალურ დროში გადაადგილება
** ავტოსაგზაო ან სხვა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს სადაზღვევოს ცხელ ხაზზე შეტყობინების დატოვება და მოქმედება წინასწარ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად
** ხელმძღვანელობის მიერ მიღებული დამატებითი დავალების შესრულება, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტირების მომსახურებასთან
მძღოლისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
** თბილისის ქუჩების ცოდნა
** მართვის ვალიდური მოწმობა (B კატეგორია)
** ორგანიზაციაში მძღოლად მუშაობის გამოცდილება
** უსაფრთხოდ და გაწონასწორებულად სატრანსპორტო საშუალების მართვა
** ტექნოლოგიების გამოყენების უნარი (google map, wayz)
** მარშრუტის დაგეგმვა ქალაქში არსებული სატრანსპორტო დატვირთულობიდან გამომდინარე
კომპანია თავის მხრივ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საკომპენსაციო პაკეტს
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მობილური ტელეფონის კორპორატიულ ქსელში ჩართვა
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@redix.ge არა უგვიანეს 2025 წლის 10 ივნისისა. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მძღოლი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|