Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: MBG Rent
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"MBG Rent" ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. გარდა ამისა მომხმარებელს სთავაზობს ალმასური ჭრისა და ბეტონის გადატუმბვის მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ემბიჯი რენთი გახდა Gesipas დისტრიბუტორი საქართველოში. მიმდინარე წლიდან მომხმარებელს სთავაზობს მოქლონებს, თანამედროვე ტექნოლოგიით და ელემენტსა და ვაკუუმზე მომუშავე ხელსაწყოებს.

ემბიჯი რენთი ამ დროისთვის აქტიურად თანამშრომლობს 2000-ზე მეტ პირთან, კომპანიის დამოკიდებულება მომხმარებელთან ჯანსაღ, მეგობრულ და ნდობით სავსე ურთიერთობებს ეფუძნება.

კომპანია ორიენტირებულია, მომხმარებლის საჭიროებებზე და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებაზე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

კომპანია "MBG Rent" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტში მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა: კატეგორია C;
** ქალაქის ქუჩებისა და რეგიონების კარგი ორიენტაცია;
** უპირატესობად ჩაეთვლება თუ მძღოლს ეცოდინება მანიპულატორი-კრანის მუშაობა;

მოვალეობები:

** ავტო-ტრანსპორტის მართვა
** პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** ავტო-ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 28 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: vacancy@mb.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"MBG Rent" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე