Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Onex Georgia
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"ონექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 19ბ
გრაფიკი: ორშ-პარ : 09:00-16:30 / 13:30-21:00, შაბათი-კვირა - თვეში ერთხელ 10:00-18:00

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება ჩვენს მომხმარებელს ყველა შესაბამისი საკითხის მოგვარებაში. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა შეკითხვების და მოთხოვნებზე ეფექტური და დროული პასუხების გაცემა ზარის, ელექტრონული ფოსტის და ჩატის მეშვეობით.
** მომხმარებელთა პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა.
** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან.

მოთხოვნები:

** შესანიშნავი კომუნიკაციური და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულება.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (ოფისის პროგრამები)
** ქართული და ინგლისურის ცოდნა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა - სასურველია)

ჩვენი შეთავაზება:

** კონკურენტული ხელფასი და ბონუსი
** განვითარების შესაძლებლობა პროფესიულად და კარიერულად
** მეგობრული სამუშაო გარემო

თუ თვლით რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს შეესაბამებით, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: eteri@onex.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე