დასახელება:
საკრედიტო ექსპერტი
|
მომწოდებელი:
კაპიტალ ექსპრესი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების, საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა
** პორტფელის მართვა
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა და ზრდა
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება და ადგილზე ვიზიტი
პიროვნული უნარები:
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი
** პუნქტუალობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: D.keshelashvili@capitalexpress.ge
გაცნობებთ, რომ შპს "კაპიტალექსპრესი" კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც.
კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების ყველა ოპერაცია ეფუძნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.
(კომპანიის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას გაეცანით აქ - კონფიდენციალურობის პოლიტიკა http://capexcredit.ge/).
|
|
|
|